Georgian English Russian
სტატიები
24
ინკლუზიურად ორიენტირებული ეკონომიკის ლაბირინთები

 

  ნიკა შენგელია

ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს  წევრი, 

                                                                                   რ ე ზ ი უ მ ე

სტატიაში  დასმულია მოსახლეობის საყოველთაო  ჩართულობით საქართველოს ეკონომიკური ზრდის საკითხი.

სტატიაში განხილულია მისი რამდენიმე შემადგენელი,კერძოდ:

1.                  ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“;

2.                  საბანკო სექტორი საქართველოში;

3.                  საბანკო და არასაბანკო ბიზნესელიტა;

4.                  საბანკო სექტორის არაპროფილური საქმიანობა,როგორც ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი;

5.                  ვალუტის კურსის მდგომარეობა;

6.                  დასკვნები და რეკომენდაციები.

თითოეული საკითხის შიგნით განხილულია საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და მოცემულია მის გაუმჯობესების წინადადებები.

განსაკუთრებით კრიტიკულად არის გადმოცემული კომერციული ბანკების სპეკულაციური საქმიანობა, ეროვნული ბანკისა და საერთოდ, ქვეყნის მთავრობის უმოქმედობა ამ სფეროში.

საკვანძო სიტყვები:  ინკლუზიური ზრდა,  სპეკულაცია, საფინანსო სექტორი, დომინირებული მდგომარეობა, არაპროფილური საქმიანობა.

 1.  ინკლუზიურ ზრდაზე ორიენტირებული „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - საქართველო 2020“

ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა გულისხმობს დოვლათის შექმნასა და განაწილებაში საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობას. ინკლუზიური ზრდის მიზანი პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობაა. ასეთი  ზრდა სასურველია იმით, რომ საერთო ეკონომიკის  ზრდის ფონზე  მოხდება  უთანასწორობის  შედარებითი გათანაბრება და დაძლეული იქნება არასასურველი სიღარიბე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების ”სტრატეგია 2020” ში  სწორედ,რომ ”ინკლუზიური ზრდის” პარადიგმაა აქტუალური. {1}

 ცხადზე ცხადია, რომ  ეკონომიკური ზრდა უდავოდ აუცილებელია სიღარიბის შესამცირებლად, მაგრამ იმისათვის, რომ ზრდა იყოს მდგრადი მან უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის მ.შ ღარიბთა ფენის ფართო ჩართულობა ზრდის პროცესში. ინკლუზიური ზრდა გულისხმობს ღარიბთა პირობების გაუმჯობესებას არა აქტივების  გადანაწილების პოლიტიკით,  არამედ  მათი  ჩართულობით  ეკონომიკურ   აქტივობაში.

ბოლო ათწლეულში ჩვენ გვაქვს მცირედი, მაგრამ მაინც ეკონომიკური ზრდა,თუმცა მიუხედავად ამისა,  სიღარიბე და უთანასწორობა არ შემცირებულა. ასეთი ვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურ ზრდას აუცილებად შეუშლის ხელს.  ეს მოსაზრება, რომ ასე მოხდება  უკავშირდება კრედიტის ბაზარს.    როგორც წესი ყოველი  ეკონომიკური აქტივობა მოითხოვს კრედიტს, კრედიტს კი ესაჭიროება მატერიალური უზრუნველყოფა. ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ აქვს საკმარისი აქტივები,ისინი  ვერც კრედიტს იღებენ ბიზნესის დასაწყებად და ვერც  სპეციალური განათლებას - აი სწორედ ეს იწვევს ფართო მასების ნაკლებ ჩართულობას ეკონომიკური პროდუქციის შექმნაში და   შესაბამისდ ნაკლებ ეკონომიკურ ზრდასაც. თუ გავითვალისწინებთ  მსოფლიოს გამოცდილებას ამ მხრივ, ყველაზე სწორი სტრატეგია  უთანასწორების შესამცირებლად  და  მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად  არის მწარმოებლური აქტივების ზრდა. ეს კი მიიღწევა აქტივების დაგროვებით, როგორიცაა მაგალითად ინვესტირება ადამიანისეულ კაპიტალში. ინკლუზიური ზრდის მთავარი პოსტულატი სწორედ პროდუქტიული დასაქმების ზრდაა და ასევე ისეთ სოციალურპოლიტიკა, რომლიც ხელს შეუწყობს წარმოების ფაქტორთა ფართო ჩართულობას ზრდაში.[1]

მოდით ახლა გადავხედოთ რა ხდება საქართველოში ამ კუთხით.

 1) თუ ვისაუბრებთ დასაქმებაზე  - დავინახავთ, რომ  სახელმწიფო  სამთავრობო სტრუქტურებში,რომლებსაც ევალებათ ქვეყნის მართვა რათა უკეთესი ცხოვრება მოგვიწყონ, ამ ფონზე  მცოდნე  ადამიანისეული რესურსი გამოუყენებელია და  ნეპოტიზმის მაღალი ხარისხის გამო სახელმწიფო სტრუქტურებში ძირითადად დასაქმებულია გამოუცდელი  და უცოდინარი ადამიანები.

2) თუ გვინდა ძირითადად  თვითდასაქმების ხარჯზე  შევქმნათ ეკონომიკური პროდუქცია , შევამციროთ უთანასწორობის ზღვარი და მოვახდინოთ ეკონომიკური ზრდა,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მივდივართ  საკრედიტო რესურსებამდე. გავაშუქოთ  რა ხდება ამ კუთხით, და სად ვართ ჩვენი   საბანკო სისტემით, სამევახშეო საბანკო ოლიგოპოლიის მიერ  არაპროფილური  საქმიანობითა და სხვა სეგმენტებში არსებული ოლიგოპოლიური   სიტუაციებით.

სანამ ძირითადი საკითხებზე გადავიდოდეთ და დასკვნას ჩამოვაყალიბებდეთ, მოდით  მოკლედ გავიაროთ საქართველოს საინვესტიციო გარემო 1990 იან წლებამდე 1990 – 2000  წლებში და 2000  წლის შემდგომი პერიოდში.

1975 წლამდე დაბადებული საქართველოს  მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე იხსენებს 1990 წლებამდე არსებულ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ მაშინ კარგად ცხოვრობდნენ. თუ შევადარებთ მაშინდელ მშპ-ს, რომელიც  37 მილიარდ დოლარამდე იყო,  ხოლო მოსახლეობა 5 მილიონზე მეტი, ახლა გვაქვს 14,5 მილიარდამდე და მოსახლეობა 3 720 000 მდე ადამიანი. ცხადია მშპ   სადღაც 2,5 ჯერ ნაკლებია. გარდა ამისა 1990 წლამდე პერიოდში დასაქმებული იყო მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და საშუალო ფენაც არსებობდა.


    სხვათა შორის ამ პერიოდში საქართველოში , სხვა ყოფილი სსრკ რესპუბლიკების ქვეყნებთან შედარებით ცხოვრების დონე შედარებით მაღალი იყო, თუმცა გარკვეული პოლიტიკურ -ეკონომიკური მოვლენების გამო და არასწორად გადადგმული გადაწყვეტილებების შედეგი სახეზე გვაქვს .
დღეისათვის შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დავეწიოთ თუნდაც ყოფილი ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ეკონომიკას, სჭიროა ეკონომიკური ზრდა 5% იანის ნაცვლად  მინიმუმ  ორნიშნულიანი ციფრი  მაინც უნდა იყოს. (აღნიშნული ქვეყნები შედარებისათვის მოგვყავს იმის გამო, რომ იმ პერიოდში  ერთ სივრცეში  ვცხოვრობდით, რომელსაც სახელად  სსრკ  ერქვა და ეროვნულ განმანთავისუფლებელი პირველი ტალღაც ამ ქვეყნებიდან წამოვიდა).[18] [2ბ]

 

       ამ პერიოდში ძირითადი საინვესტიციო აქტივობა უცხოელი ინვესტორის მიერ აისახებოდა ცალკეული დარგებით დაინტერესებაში ,ამ წლებში შემოსული უცხოური ინვესტიციები ძირითადად  ტრანსპორტის სექტორზე ნაწილდებოდა, რომელშიც ძირითადი წილი   კვლავ   ნავთობისა და გაზსადენის    მშენებლობაზე   მოდიოდა.{2}

         საინვესტიციო პროგრამების გააქტიურება საქართველოში 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან შეინიშნება. ეს ის პერიოდია, როდესაც  პოლიტიკურ-ეკონომიკური და ფინანსური სიტუაცია  მცირედით  დასტაბილურდა  ,   ინვესტორები  ინტერესი ძირითადად მოდიოდა ისეთ პროექტებზე, სადაც გარანტორად სახელმწიფო გამოდიოდა. ამ პერიოდში ხორციელდება ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და სუფსის ტერმინალის მშენებლობა. 1998   წელს საქართველოში უცხოურმა ინვესტიციებმა იმ დროისათვის  მაღალ მაჩვენებელს,  265  მილიონ დოლარს  მიაღწია .

  საინვესტიციო აქტივობამ საქართველოში ახალი ტემპებით იჩინა თავი 2003-2004 წლებში,  ამ დროისათვის კი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 500 მილიონ დოლარს მიაღწია.

ამ პერიოდში საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასებას სხვადასხვა უცხოური ორგანიზაცია აწარმოებდა. მათ შორის  ამერიკის სავაჭრო პალატის საინვესტიციო და საგადასახადო კომიტეტი .საქართველოს საინვესტიციო რეიტინგის ანალიტიკური შეფასება 2005 წლისათვის, მოცემული აქვს, აგრეთვე, სარეიტინგო სააგენტო Standard poor's ,  რომელიც თავის ანგარიშებში ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შეფასებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკრედიტო რეიტინგისა და სახელმწიფო ვალის მოცულობას.[2ა]

რეიტინგის მიხედვით საქართველოს იმ პერიოდში მიენიჭა B+ პოზიტიური საკრედიტო რეიტინგი.  ცოტა მოგვიანებით   2011 წელს “საერთაშორისო სააგენტო fitch -მა საქართველოს  სუვერენული რეიტინგის პროგნოზი „“სტაბილური“  დან “პოზიტიურით“ შეუცვალა და ისევ B+ ით განსაზღვრა, თან აღნიშნა ,რომ  ქართულ ეკონომიკაში შეინიშნება დადებითი ტენდენციები და თუ მომავალშიც ასე გააგრძელა, რეიტინგს მომავალშიც  აუცილებლად გაუზრდის“ {5}

საერთოდ , საკრედიტო რეიტინგის ორი BB  დან   სამ BBB მდე გადასვლა  საქართველოში ამერიკული და ევროპული  საპენსიო ფონდების ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფს. სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესება, ანუ ინვესტორების ნდობის გაზრდა შესაძლებელია მაკროეკონომიკური მაჩვენებლების სტაბილურობითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. ხოლო  BBB+   საკრედიტო რეიტინგი უფრო უკეთეს, ანუ ზომიერ  რისკს და   საკმარისად კრედიტუნარიან  პირველ საფეხურს ნიშნავს. ( თუმცა ამ დონის მიღწევამდე კიდევ ბევრია გასაკეთებელი)

  ცნობისათვის  “2009-2011 წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ევროზონის ქვეყნების სუვერენულ რეიტინგებში. 2000 წლიდან მოყოლებული აღნიშნული საკრედიტო რეიტინგების ცვლილებები სამ ფაზად შეგვიძლია გავყოთ: პირველი ფაზა, 90-იანი წლებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე  სუვერენული რეიტინგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მეორე ფაზა, 2009 წლამდე სტაბილური პერიოდი მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, მესამე ეტაპი მასიური რეიტინგების დაქვეითება ფინანსური კრიზისის პერიოდში. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა თანამედროვე ფინანსურ სისტემაში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. დროთა განმავლობაში, კაპიტალის ბაზრების ზრდასთან ერთად, სააგენტოების სარეიტინგო შეფასებებისადმი ნდობა გაიზარდა და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები გადაიქცნენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად ინვესტორების მოლოდინების ჩამოყალიბების პროცესში.“[20]

 

 

     2013 წელს შემუშავებული იქნა საქართველოს სწრაფი   ეკონომიკური  განვითარების კონცეფცია და იგი მოიცავს  2014-2020 წლებს. აღნიშნული კონცეფციით  სტრატეგიის ამოცანაა 2020 წლისათვის მიღწეული იქნას შემდეგი  მაჩვენებლები.  ა) მშპ  ერთ  სულ მოსახლეზე 8500$.  ბ) მშპ ს ზრდა  7%   გ) ჯინის კოეფიციენტი 0,4

 აღნიშნული “ეკონომიკური განვითარების სტრატეგია ინკლუზიურ ზრდაზეა ორიენტირებული  და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ისე , რომ პროცესში მონაწილეობას იღებს მაქსიმალურად საზოგადოების ყველა წევრი“.{2ა}

დაისახა სტრატეგიული ამოცანები და მათი გადაჭრის გზები, რომლიდანაც  გამოვყოფდი შემდეგს:

1)ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას-სადაც მითითებულია, რომ მთავრობა ვალდებულია   ხელი შეუწყოს ბიზნესს, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

2)ბიზნესგარემოს გაუმჯობესება-აღნიშნული ამოცანის გადაჭრის გზებიდან ყურადღებას გავამახვილებ  შემდეგზე;

ა) შენარჩუნდეს მცურავი სავალუტო კურსი;

ბ) სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ამაღლდეს  (BB-)- დან   (BBB)-მდე.  ქვეყნის სუვერენული რეიტინგი განაპირობებს ფინანსური რესურსის ფასს და ასევე ინვესტორების ნდობას ქვეყნის ბიზნეს კლიმატის მიმართ.

გ) მოხდეს  სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დახვეწა.

დ)ჩამოყალიბდეს  კონკურენციის რეგულირების ეფექტური პოლიტიკა.

 ამ პოლიტიკაში ჩაწერილი უნდა იყოს, რომ სახელმწიფომ ეფექტურად უნდა ებრძოლოს  კონკურენციის შემზღუდველ ისეთ   ქმედებებს, როგორებიცაა კარტელური  გარიგებები და დემპინგი, მეორეს მხრივ, მან  არ შეუშალოს ხელი ბაზრიდან სუსტი კონკურენტების გაქრობას ან განდევნას, (როდესაც ეს პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში). თავად  პოლიტიკის რეალიზაციის ფარგლებშიც არ უნდა მოხდეს ბაზრის ძლიერი მოთამაშეების წინააღმდეგ რაიმე ტიპის ქმედებების  განხორციელება მხოლოდ იმის გამო ,რომ მათ უკავიათ დომინირებული მდგომარეობა.

ე)განვითარდეს  კაპიტალის ბაზრი.

      დაფინანსების ალტერნატიული წყაროს გაჩენისათვის აუცილებელია კაპიტალის ბაზრის თანმიმდევრული  განვითარება. სარეიტინგო კომპანიების მოზიდვა და საფონდო ბირჟის განვითარება, რომლის განვითარებისათვის აუცილებელია შეიქმნას სათანადო საკანონმდებლო და მარეგულირებელი ბაზა ,რომელიც კომპანიებს შეუქმნის პირობებს, განათავსონ ფასიანი ქაღალდები ბირჟაზე.{3}

2.             საბანკო სექტორი საქართველოში

ვნახოთ ზემოთმოყვანილი სტრატეგიის მიზნების მისაღწევად რა მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების  „ხერხემალი“ საბანკო სექტორი. და რა  განაპირობებს საბანკო სექტორის რეკორდულ მოგებას

 

საქართველოს საბანკო სექტორი,  მომგებიანობის  თვალსაზრისით ევროპაში ლიდერთა შორისაა.  მომგებიანობის   თვალსაზრისით  საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს ბანკების ფინანსური  სტაბილურობის მაჩვენებლებს. ეს მაჩვენებლებია:  მომგებიანობა აქტივებზე და მომგებიანობა კაპიტალზე. კაპიტალზე მომგებიანობის მიხედვით ჩვენი საბანკო სექტორი მესამე ადგილზეა ევროპაში , ხოლო აქტივების მომგებიანობის მიხედვით ევროპაში მეორე ადგილზე და მსოფლიოში მე 18 ადგილზე.

 

საბანკო სექტორის მომგებიანობის მატება 2013 წლიდან დაიწყო და იგი 2012 წელთან შედარებით 2,5 ჯერ გაიზარდა.მომგებიანობის ასეთი ზრდა მოხდა არა ბიზნესის დაკრედიტების,არამედ საცალო სექტორისა  და შინამეურნეობრივი  მაღალ პროცენტიანი  დაკრედიტების ხარჯზე. (ტელეფონი, მანქანა, ბინა, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვა ანუ ყველაფერი გარდა საქმისა, ბიზნესისა)

გერმანიის განვითარების ბანკის მიერ წარმოებული კვლევის დოკუმენტში წერია: “საქართველოს საბანკო სექტორს მცირედი წვლილი შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში,იგი აფინანსებს მოხმარებას და ივიწყებს მცირე და საშუალო ბიზნესს“ ( ეს ჯერ კიდევ 2005 წელს აღინიშნა).

საბანკო სექტორის მოგება  ძირითად  განპირობებულია: სახაზინო ობლიგაციების რეკორდული ზრდით.   სახელმწიფო ბიუჯეტი კომერციული ბანკებიდან სესხულობს საკმაოდ ძვირად  თანხებს (31 იანვრის მონაცემებით 2 მილიარდ 185 მილიონია) და ბოლო ხანებში ლარის დევალვაციითა და მერყეობის დიდი ამპლიტუდებით შოულობს ასევე კოლოსალურ თანხებს. 2017 წლის პირველი კვარტალში , მარტო კურსთა შორის სხვაობით მიღებული შემოსავალი 58 000 000 ლარამდე ფიქსირდება.

2017 წლის  1  კვარტლის  მდგომარეობით, კომერციული  ბანკების  მოგება  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,3 ჯერ 135% ით გაიზარდა. მარტო ბოლო სამ თვეში ჯარიმების სახით, ბანკებმა მოსახლეობას და კომპანიებს 21 000 000 ლარზე მეტი გამოართვეს.[15]

კომერციული ბანკები ყველაზე დიდ შემოსავალს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან  (365 მილიონამდე ლარი)  და არაპროცენტული შემოსავლებიდან (424 მილიონი ლარი)  იღებენ. ყველაზე მცირე მოგებას ღებულიბენ  იურიდიული პირებზე გაცემული სესხებიდან  (214 მილიონამდე). [24]

 

 

სწორად რეგულირებული საბანკო სისტემის შემთხვევაში ეროვნული ბანკი ძალიან ნაკლებად უნდა ერეოდეს კურსის დადგენაში, რეალურად  მთავრობა და ეროვნული ბანკი მძევალია რამოდენიმე   კომერციული ბანკის და    ბლუმბერგის  ტერმინალში   2-3 ბანკის მხრიდან ბუნდოვანი ლოტებით ვაჭრობისას ,   სადაც მეტწილად  მათ  ნება სურვილზეა დამოკიდებული ვალუტის კურსის  დიდ დიაპაზონში  მერყეობა - ალბათობა იმისა, რომ კურსის დადგენაში სპეკულაციური მომენტებია ,  ძალიან მაღალია. ასეთ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვიტყვით ეროვნულ ბანკზე ,რომ ის ხელს უწყობს მცურავი სავალუტო კურსის შენარჩუნებას.

აქტუალური განსჯის თემა ხდება დღეს, ბანკების არაპროფილური სქმიანობის შესახებ საკითხიც.

აქ საუბარი გვაქვს ბანკების მიერ ისეთ ბიზნესში შესვლასთან როგორებიცაა: საამშენებლო ბიზნესი და დეველოპმენტი, სადაზღვევო ბიზნესი,მიკროსაფინანსო სექტორი, საცალო სავაჭრო ქსელები, სამედიცინო  ბიზნესი,   საბროკერო  საქმე   და  ქიმიური მრეწველობის საწარმოები.

ფორმალურად უკვე შეიძლება ითქვას, რომ  საქართველოში ბანკებისათვის არაპროფილური საქმიანობა შეზღუდულია, “სებ“ ის წერილის საფუძველზე,  მათ არაპროფილური საქმიანობისათვის მკაცრი რეგლამენტიზაცია აქვთ დადგენილი  და ეს წერილობითი მითითება შესასრულებლად სავალდებულოა ყველა ბანკისათვის.  

    ამ წერილით ფაქტიურად , უშულოდ ბანკებს აეკრძალათ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში შესვლა და რაიმე მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმა.თუმცა ჯერ ეს შესწორება კანონში”კომერციული ბანკების შესახებ” არ შესულა.

ფორმალურად თითქოს ეს ყველაფერი დალაგდა, მაგრამ არავის არ შეუზღუდავს ამ კუთხით  და აკრძალვა არ გავრცელდა საბანკო ჯგუფებზე და ბანკთან აფილირებულ პირებზე ისეთებზე როგორებიცაა: ბანკის მფლობელები, ტოპ მენეჯერები ან ბანკის ბორდის სხვა წევრები.ამით მოინახა გამოსავალი თუ როგორ შეენარჩუნებინათ სხვა არაპროფილურ  ბიზნესზე თავიანთი გავლენები და შესაბამისად ბიზნესები გადაფორმდა  ბანკებთან აფილირებულ  პირებზე.[4]

3.            საბანკო და არასაბანკო ბიზნეს ელიტა.

 არასაბანკო ბიზნეს ელიტა, ბანკების ბიზნეს ელიტისაგან   განსხვავებით  საკმაოდ სუსტია  და დაქსაქსულია, საბანკო ბიზნეს ელიტას აქვს საკმაოდ კოორდინირებული მოქმედების უნარი,საერთო ინტერესების შემთხვევაში გააკეთონ მობილიზაცია, მათ შეწევთ უნარი თავიანთი ლობის საშუალებით  სახელმწიფო სტრუქტურებში და საკანონმდებლო ორგანოებში მიიღონ მათთთვის ხელსაყრელი კანონპროექტი და სხვა პრივილეგიები.  საბანკო სფეროში მოქცეული დიდძალი ფინანსები,     ბანკებთან აფილირებული პირების საშუალებით   მიემართება არაპროფილურ ბიზნესში,იშორებენ კონკურენტებს და ხდებიან    მონოპოლისტები ბაზარზე.[4] სწორედ ამიტომაა ,რომ ჩვენ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი წინააღმდეგი ვართ  იმ  საკადრო პოლიტიკით,რასაც საბანკო სფეროდან კადრების სახელწიფო სამსახურში გადმოდინება ქვია. ასეთ კადრებს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნია, მათი გონება მიმართულია საბანკო სისტემა ამყოფოს  პრივილეგირებულ მდგომარეობაში, მიაღებინოს  ზე მოგებები, რომლებსაც შემდგომ გარკვეული  ხილული თუ  ფარული ხერხებით   გადაინაწილებენ.  სწორედ ასეთი მდგომარეობაა დღეს  საქართველოს  საბანკო სფეროში .

ბანკების  არაპროფილური  საქმიანობის შედეგად შექმნილი  კომპანიების საქმიანობის   შედეგი, მათ მიერ დაწესებული    მონოპოლიური  ფასები სახეზეა, მაგალითისათვის  გინდათ ავიღოთ სააფთიაქო  ქსელი  და  საცალო გაყიდვებში  წამლების ფასები.  საქართველოში უმეტესობა  წამალის ფასისა,  რომ შევადარეთ რეგიონული ეკონომიკის  სამეზობლო ქვეყნებში (უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი , სომხეთი) ანალოგიური მედიკამენტის ფასთან,  ჩვენთან ფასი 80% დან 120% მდე  უფრო მეტია ვიდრე მის ანალოგთან მეზობელ ქვეყნებში. ასეთ დროს  წამლების მწარმოებელი კომპანია ერთი და იგივეა და განბაჟების მხრივ  საქართველოში  მედიკამენტებზე გადასახადი 0 % ია, იმ ქვეყნებს კი ასეთი პროცედურების ჩატარებისას ,  გარკვეული ბარიერები გააჩნიათ. მიუხედავად ამისა ფასები ჩვენთან კატასტროფულად მაღალია. გარდა არარეალური  მაღალი  ფასებისა,  ასეთი ქმედება,  ქვეყნიდან  რაოდენობრივად 30%  მდე მეტი ვალუტის გადინებას უწყობს ხელს.

ბანკების არაპროფილური საქმიანობის შედეგად გამოვლენილი უარყოფითი შედეგების  გამოსწორებისათვის აუცილებელია სასწრაფოდ შევიდეს ”კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონში ” ცვლილება, რომელიც ბანკის ბორდის წევრებს, ტოპ მენეჯერებსა  და  ყველა იმ ადამიანს თუ ჯგუფებს, აფილირებულ კომპანიებს, რომლებიც ამ საბანკო ინდუსტრიას მართავენ აეკრძალოთ  ყველა   სხვა არაპროფილური საქმიანობა გარდა საბანკოსი. ანუ უნდა ამოივსოს ყველა ის ხვრელი, რომლითაც  საბანკო სექტორი არასაბანკო სექტორში საქმიანობს.

ბანკების მხრიდან არაპროფილური  საქმიანობის შედეგად  პრობლემები ქონდათ დასავლეთის ქვეყნებსაც, მაგრამ იქ ასე თუ ისე მოგვარდა ეს საკითხები.  მაგალითად აშშ ში 1928 წელს  ასეთი შეზღუდვების არქონამ გამოიწვია  საყოველთაოდ ცნობილი კრიზისი.  (სხვათა შორის მინდა ავღნიშნო ,რომ  იმ პერიოდში აშშ- სათავეში პრეზიდენტიც რესპუბლიკელი იყო, სენატშიც რესპუბლიკელები იყვნენ უმრავლესობაში და გუბერნატორების უმრავლესობა რესპუბლიკელი იყო, როგორც ამჟამადაა აშშ , თანაც მაშინ  სამჯერ მოახდინეს საპროცენტო განაკვეთის აწევა, იგივე დაანონსა ფსს-მ 2017 წლისათვის)  ანუ ბანკებმა, რომელშიც შევიდა დეპოზიტების სახით მოსახლეობდან დიდძალი ფული, გადაწყვიტა ეს თანხა ჩაედო რისკიან აქტივებში, როგორებიცაა აქციები, უძრავი ქონება და სხვა. მაგრამ აქციებზე და კერძო საკუთრებაზე ფასების დაწევამ ეს თანხა  გააქრო ,რომელმაც გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება. ცოტა  მოგვინებით  1933 წლიდან  ამოქმედდა გლას- ტიგალის  კანონი,  რომელმაც გაამკაცრა  საბანკო სფეროს რეგულირება  და საბანკო სექტორს სასტიკად აეკრძალა არაპროფილური  ბიზნეს საქმიანობები. მაგრამ ეს კანონი 1999 წელს ბილ კლინტონმა გააუქმა ,რის შედეგადაც  სულ რაღაც  7 წელიწადში ამერიკა ახალმა ცნობილმა კრიზისმა მოიცვა. განმეორდა იგივე, ისევ დაიკარგა  მეანაბრეების ფული, რის გამოც კომერციულ ბანკებს კვლავ აეკრძალათ არაპროფილური  ბიზნესებისა და აქტივების ქონა.

90-იან წლებში  საქართველოშიც იყო ამ კუთხით გარკვეული  შეზღუდვები კომერციული ბანკების მიმართ, მაგრამ ლიბერალურმა ფულად -საკრედიტო პოლიტიკის   ტენდენციის გაგრძელებამ გააუქმდა ეს შეზღუდვები და გარკვეული რეგულაციები.  მოყოლებული ამ  პერიოდიდან   დღემდე  ბანკები  ცდილობენ თავიანთი ლობების დახმარებით თავს მოგვახვიონ  , თავიანთ საკეთილდღეოდ მიღებული ახალ -ახალი კანონები და კანონებში ცვლილებები .  

საბანკო სისტემის ასეთი გაფეტიშებული მდგომარეობა ,  მისი ოლიგოპოლიური სიტუაცია და არაპროფილური საქმიანობა, ხელს უშლის საქართველოში ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო  ადგილების გაჩენას.

  საერთოდ ოლიგოპოლია ეს ისეთი ეკონომიკური სიტუაცია, როდესაც ბაზარზე მრავალი მომხმარებლის მოთხოვნას აკმაყოფილებს რამდენიმე სუბიექტი. ისინი აწარმოებენ ერთგვაროვან ან დიფერენცირებულ პროდუქტს;{7}  საბანკო სისტმის ოლიგოპოლია  გამოიხატება იმაში , რომ კანონის ძალით მხოლოდ მათ აქვთ ლიცენზია მოიზიდონ მოსახლეობიდან იაფად დეპოზიტებზე თანხები, პლიუს საერთაშორისო    საფინანსო ორგანიზაციებიდანაც ასევე მოიზიდონ იაფად ფულადი რესურსები და მერე ეს  ძვირად გასცენ  მოსახლეობაზე სესხებად. ისინი აკონტროლებან ყველა სესხის გამცემ საფინანსო  დაწესებულებას. ამას ემატება ისიც,რომ თავად ერთვებიან არაპროფილურ ბიზნეს საქმიანობებში აფილირებული პირების საშუალებით, იქნება ეს სამშენებლო და სადაზღვევო კომპანიები . ფარმაცევტული ბიზნესი, ნავთობის იმპორტიორი კომპანიები, სარეკლამო ბიზნესი, მრეწველობის დარგები თუ  სხვა ბიზნესი.[10]

 

4.            საბანკო სექტორი და  მათი არაპროფილური საქმიანობა - ეკონომიკის მუხრუჭი

საბანკო სისტემის ასეთი გაფეტიშებული მდგომარეობა როგორც უკვე ავღნიშნეთ , რეალურად არ უწყობს ხელს  ეკონომიკის განვითარებას. იმის ნაცვლად,  რომ მიიღონ მოსახლეობისაგან შეუზღუდავი რაოდენობის დეპოზიტი და შემდეგ ის გაცეს კრედიტის სახით ბიზნესზე და ამით ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, დასაქმებას, ამის ნაცვლად კომერციული ბანკები აფილირებული კომპანიების საშუალებით თავად შედიან სხვადასხვა არაპროფილურ ბიზნესში, აკოტრებენ კონკურენტებს რითაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი არ იზრდება  საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 2% - 4 % პროცენტია  ბანკების მოგება კი წლიურად საშუალოდ 40 %-ით იზრდება. (გლობლური შიმშილის მიხედვით კი მსოფლიოში მე 18 ადგილზე ვართ.)

ბანკების  არაპროფილური საქმიანობით, აფილირებული კომპანიების მართვის სტილი, რომელთა ტოპ მენეჯმენტში უმეტესად  ბანკებიდან წამოსული  კადრები არიან, მათი დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ არის საკმაოდ ცივი და ცალმხრივი, დაახლოებით ისეთი როგორც ბანკი ექცევა კლიენტს სასესხო კონტრაქტის გაფორმებისას.  შეინიშნება  სამსახურიდან თანამშრომლების დათხოვნები.  ფორმალური ტენდერების ფონზე, საწარმოო ნედლეულის  შესყიდვებს   ახორციელებენ  ნეპოტიზმის პრინციპებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ  დაბალი ფასით შეთავაზებულ ნედლეულის შესყიდვას , მაინც მაღალ ფასებში ახორციელებს სხვა კომპანიიდან.  კარგად აამოქმედეს  „ქართული მენტალობით“ ბიზნესის კეთების სისტემა- “ქარხანა ჩემია და ვისაც მინდა იმას ვამუშავებ და რა ფასშიც მინდა იმ ფასში მოვახდენ შესყიდვებს“.  [30]

არაკონკურენტუნარიანი,  მაღალი  ფასებით შეძენილი ნედლეულის  შედეგად , წარმოებული პროდუქტის თვითღირებულება იზრდება და შემდეგ სახელმწიფოს თხოვენ  დახმარებას,  საწარმოსათვის სასიცოცხლოდ  აუცილებელი,  გაზის ან ელექტროენერგიის    ტარიფების დაწევაში უშუამდგომლონ  შესაბამის კომპანიებთან. ცხადია ასეთი მიდგომებით მცირდება სამუშაო ადგილები და   შესყიდვების  პროცესიც ბუნდოვანი და  გაუმჭირველეა.

     კონკურენციის არ არსებობის  სიტუაციაა  ასევე  სახელმწიფო ტენდერებსა და შესყიდვებში , შესყიდვების ძალიან დიდი წილი ხდება უტენდეროდ ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. 2015 წლის 1 ნოემბრიდან  ,მას შემდეგ რაც „“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ“   შემოიღო  გამარტივებული შესყიდვების წესი, გამარტივებული შესყიდვების წილი მთლიან შესყიდვებთან მიმართებაში 2014 წლიდან  32% დან 2016 წელს  37 % მდე გაიზარდა.   სახელმწიფო შესყიდვების მოცულობა  4 (ოთხი) მილიარდ ლარზე მეტია და იგი დაახლოებით მთლიანი ბიუჯეტის 40%  -ს შეადგენს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთლიანი ბიუჯეტის ნახევარი მოდის სახელმწიფო შესყიდვებზე, სადაც კონკურენციული გარემო პრაქტიკულად არ არსებობს.  ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სწორედ,რომ  ნეპოტიზმის წყალობით გარკვეული ჯგუფების ,არსაიდან მოსული ადამიანების  უცებ მილიონრებად გახდომა ესაა საფუძველი იმისა, რომ რეალურად მოსახლეობის 70% იმყოფება სიღარიბის ზღვარზე და მილიონზე მეტმა რეალურად დატოვა საქართველო და გადახვეწილია   ემიგრაციაში.[26]

    ყველაფერი ამის შემხედვარე სებ-ი, რომელსაც   ევალება ამ მხრივ გაატაროს ქმედითი რეგულაციები,  თუნდაც შეიტანოს “ კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომ ბანკის ბორდის წევრებს, ტოპ მენეჯერებს აუკრძალოს არაპროფილური ბიზნესების ფლობა, იგი  ჯერჯერობით ამ მხრივ რეალურ ნაბიჯებს არ დგავს  ,პირიქით  თავადაცაა    ხელშემწყობი და/ან  მსხვერპლი   დომინანტი ბანკების.

მათი დომინანტობა თუ  ოლიგონოპოლია  გამოიხატება იმ დამდგარ შედეგებში როგორიცაა:

ა) მოსახლეობას არ აქვს სხვა ალტერნატივა, გარდა იმისსა, რომ  თავისი დანაზოგი განათავსოს ანაბრის სახით ბანკში;

ბ) მცირე და საშუალო ბიზნესი მოკლებულია საშუალებებს დაკრეტიდება მიიღონ სხვა ფინანსური ინტიტუტებიდან გარდა საბანკო ოლიგოპოლიისა და თავად განსაჯეთ წლიური  სავახშო   10-15 % იანი საპროცენტო  განაკვეთის  სესხებით  რა ბიზნესი უნდა განვითარდეს?

გ) სახელმწიფო ფასიან ქაღალდების პირველად ბაზარზე პრივილეგირებული  წვდომა კანონით აქვს საბანკო სექტორს, რასაც წარმატებით იყენებენ და  დეპოზიტების სახით  მოსახლეობიდან წლიურ 5-6 (% იან) მოზიდულ სახსრებს, თავად  მინიმუმ  8-11 %-ში აბანდებენ სახელმწიფო ობლიგაციებსა და მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებში.

დ) კომერციული ბანკები ხელს უშლიან  კაპიტალის ბაზრის განვითარებას, სახაზინო სახლის ფუნქციები პრაქტიკულად  შეთვსებული აქვს   თავად ეროვნული  ბანკს;

      ასევე  აღსანიშნავია   საფონდო ბაზრის განუვითარებლობა,რომელიც  კომპანიათა აქციებისა და კორპორაციული ობლიგაციების სიმცირითაა განპირობებული. ამას ემატება   დანაზოგების მფლობელთა მხრიდან აღნიშნული ტიპის ფასიანი ქაღალდების არამიმზიდველობა. დანაზოგის მფლობელს ურჩევნია, ფული ბანკში შეინახოს დეპოზიტის სახით, ან სხვა აქტივში ჩადოს,( მაგალითადუძრავ ქონებაში).

 

 იგივე ითქმის იურიდიულ პირებზეც . საქართველოში ხშირ შემთვევაში  კომპანიებს  აქციების   გამოშვება-გაყიდვით  ფინანსების მოზიდვას , ბანკთან ურთიერთობა ურჩევნია შემდეგ გარემოებათა გამო:

- საფონდო ბაზარზე შესვლა მოითხოვს გამჭვირვალობ  და აღრიცხვიანობის მაღალ სტანდარტებს,  აღნიშნული კი კომპანიისაგან მოითხოვს   ფინანსურ  და დროის დანახარჯებ.

- კომპანიებს  საფონდო  ბირჟის საქმიანობაზე აქვთ   ცოდნის დეფიციტი;

- უმნიშვნელო მცირე  წილის მფლობელი აქციონერების უფლებების დასაცავად საქართველოში არ არის სათანადო ინსტიტუციური ბაზა,( რომლის გაუმჯობესების აუცილებლობა ბიზნესის კეთების ინდექსის ბოლო ანგარიშშიც (Doing Business 2016) არის აღნიშნული. [19])

 

 

ე) მთავრობა, ფინანსთა სამინისტროს სხვადახსვა რეგულაციებით, გვიწესებს შეზღუდვებს ,უცხოური კომპანიიდან სესხის სახით მოზიდული რესურსის წლიური პროცენტის რაოდენობაზე.

 

  მიუხედავათ ამ უპირატესობებისა, ვფიქრობთ მთავრობა და ეროვნული ბანკი კვლავ მზადაა საბანკო სისტემისა და მათი არაპროფილური საქმიანობის შედეგად  შექმნილ კომპანიებს  დამატებითი  შემოსავლები გაუჩინოს  და მოგება  გაუზარდოს. აქ ვგულისხმობთ ესტონური მოდელ, რომელიც ეხება კომპანიების მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებას, თუ ეს უკანასკნელი მოახდენს ამ თანხით რეინვესტირებას.  აღნიშნული  უკვე კანონის სახით მოქმედებაშია შესული.

როგორც მოგეხსენებათ, წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში,  საშუალოდ მოგების გადასახადიდან  დაახლოებით  600 მილიონ ლარამდე შედიოდა. ესტონური მოდელის შემოტანით ბიუჯეტმა ერთი შეხედვით დაკარგა ეს თანხა, თუმცა მთავრობის  განმარტებით, ეს ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის კერძოდ იმსათვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ფეხზე    დადგეს  და გაჩნდეს სამუშაო ადგილები.

      იმის გამო, რომ  ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტი კარგავდა 600 მილიონ ლარს და მსოფლიო სავალუტო ფონდისათვის ვალი გასასტუმრებელი იყო, მთავრობამ აქციზი გაზარდა სიგარეტზე , საწვავზე და  ავტომობილების იმპორტზე დააწესა აქციზი.

მოდით ვნახოთ ახლა ,ვინ   ისარგებლებს  ამ კანონით და ძირითადად რომელ კომპანიებში დაილექება ის თანხები ,რომელიც მოგების გადასახადის არსებობის შემთხვევაში უნდა ბიუჯეტში წასულიყო.

  კომპანიები რომლებიც კოლოსალურ მოგებებზე არიან ესენია:

 1)საფინანსო სექტორი (წარმოდგენილი 90% ბანკებით),2) სადაზღვევო კომპანიები, 3)ფარმაცევტული და ჰოსპიტალური ბიზნესი, 4)მიკროსაფინანსო ორგანიზაციები,5) საამშენებლო კომპანიები და დეველოპმენტი; 6) წყალგამანაწილებელი და ენერგოგამანაწილებელი კომპანიები და სხვა

ამ ჩამონათვალიდან   1-5 -ის  ჩათვლით ,არიან ბანკები და ბაკების არაპროფილური ბიზნეს საქმიანობით შექმნილი  ოლიგოპოლიური  გიგანტი კომპანიები, რომელთაც წლის ბოლოს საშუალოდ ბიუჯეტში შექონდათ მთლიანი მოგების გადასახადის 50% ზე მეტი.   რაც შეეხება წყალგამანაწილებელ და ელექტროგამანაწილებელი კომპანიების გათავისუფლებას მოგების გადასახადიდან ეს  კიდევ ერთი  ნონსესია, რადგან ისინი  ბუნებრივად იმყოფებიან მონოპოლიურ პოზიციებზე, მათკონკურენტი  არა ყავთ.

ანუ რეალურად მთავრობამ , საბანკო სისტემასა და მის არაპროფილურ ბიზნეს საქმიანობით შექმნილ კომპანიებს  ჩაუტოვა მოგების გადასახადიდან ბიუჯეტში შესატანი  მილიონები, რეალურად რა შეღავათიც დარჩება ამით  მცირე და საშუალო მეწარმეობას  ის ზღვაში წვეთია ( მათი წილი მთლიან მოგების გადასახადში 25 % საც ვერ აღწევს)  იმასთან შედარებით რაც  დარჩება ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიურ დაჯგუფებებს.   მთავრობას,  რეალურად  მართლა  რომ  ნდომოდა მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება  მარტივად შეეძლო  კომპანიების წლიური ბრუნვების  მოცულობების მიხედვით, დაედგინა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის   გარკვეული საზღვრები და სწორედ ისინი გაეთავისუფლებინა გადასახადისაგან (ან წაეხალისებინა სხვა რაიმე ღონისძიებებით) და არ მოეცვა  მთლიანად  საფინანსო  სექტორი , მისი არაპროფილური საქმიანობით   შექმნილი  ბიზნესი   და  თუნდაც ბუნებრივად  მონოპოლიურ პირობებში  მყოფი  კომპანიები ,როგორებიცაა თელასი, წყლისა და გაზის  გამანაწილებელი კომპანიები.

შედეგი  ასეთი  გადაწყვეტილების არის ის, რომ აღნიშნული  კანონის მიღებამ გამოიწვია შემდეგი:

1) ბანკებმა , სადაზღვევო კომპანიებმა, მიკროსაფინანსოებმა და ბანკების მიერ არაპროფილური საქმიანობით შექმნილმა გოგანტურმა საამშენებლო, ფარმაცევტულმა და სხვა ოლიგოპოლიურმა დაჯგუფებებმა  ბიუჯეტში შესატანი თანხები, რეალურად  ჩაიდეს   ჯიბეში.

2)საწვავზე აქციზის მომატებით  მოსახლეობას,   გაგვიძვირდა საწვავი , რასაც  მოყვა 15-25 % -ით პროდუქტების გაძვირება.

3) ინფლაციის მაჩვენებელი გაცდა თარგეთს და მასთან საბრძოლველად მარტო საპროცენტო განაკვეთების ზრდის ინსტრუმენტის გამოყენებით სასესხო  კაპიტალის კვლავ გაძვირებას გამოიწვევს.

4)  ყველაფერ ამას  მოყვება ფასების ზრდა ტარიფებზე,  გაზსა  და ელექროენერგოაზე.

  მოუხედავად იმისა, რომ  2017 წელის ბოლო 4  თვის მონაცემებით ფიქსირდება ეკონომიკის მცირე ,მაგრამ 5% იანი ზრდა,  საქართველოს მოსახლეობა  ამას  ვერგრძნობს  იმიტომ, რომ ეს დოვლათი მათზე არ ნაწილდება.  ეკონომიკის ზრდის ლომის წილი, 60% ზე მეტი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ  კომპანიებზე მოდის. ამის ძირითადი მიზეზი არის საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სფეროში არსებული ოლიგოპოლიური  სიტუაცია,  სადაც დავიწყებასაა მიცემული კონკურენტუნარიანი გარემოსა და კონკურენციის ცნება. ამიტომ ეკონომიკური ზრდით შექმნილი დოვლათით სარგებლობს ერთეულები და მიედინება მხოლოდ მათ ჯიბეში. იგი არ ნაწილდება უმრავლესობისაკენ  იმიტომ, რომ  მატერიალური დოვლათის  შემქმნელი  და  გადამანაწილებელი   ბაზარზე  არის არა ბაზრის უხილავი ხელი, არამედ იგი არსებული ოლიგოპოლიური  სუბიექტების ხელშია მოქცეული.

დღეისათვის  ნათლად    შესამჩნევია, რომ    ძირითადი სამუშაო ადგილების უმეტესობა,  სადაც  ბიზნესი და ფული  კეთდება  ხელში აქვს ჩაგდებული  ოლიგოპოლიურ  დაჯგუფებებს,   ეს  ისეთი  დაჯგუფებებია, რომელთაც ბაზარზე ამა თუ იმ სექტორში, ხელეწიფებათ აწიონ ან დაწიონ ფასები ისე როგორც მათ სურს და აწყობთ .[27]

რეალური ეკონომიკური კეთილდღეობის მისაღებად საჭიროა რესურსების მოზიდვა და მოსახლეობის  რეალური დასაქმება . სასიცოცხლოდ აუცილებელია ასი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა  და არა ის,  რომ სებ ის  მხრიდან  კომერციული ბანკების ასეთ გაფეტიშებული  მდგომარეობა და  ხელშეწყობა. მთავრობამ,  რომ  გადაეფარა შექმნილი მდგომარეობა  ბიზნესს , სასესხო კაპიტალის სხვა ალტერნატიული წყარო შეთავაზა და   დაუპირისპირა პროექტი“ აწარმოე საქართველოში“ (50 მილიონიანი ბიუჯეტით რაც ჩვენი აზრით ძალიან ცოტაა , მაშინ როდესაც  ბანკების მიერ შექმნილი აფილირებულ  კომპანიებს სესხად გაცილებით მეტი სახსრები ეძლევა).  „აწარმოე საქართველოში“  პროექტით  გახსნილ საწარმოებში, მეტწილად  ვხედავთ  პოპულისტურ  დასაქმებებს,  რომლებიც რამდენიმე დღეში ან თვეებში იხურება.   აღნიშნული პროექტი დაფინანსების მხრივ უპირატესობას აძლევს   ექსპორტზე   ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას.
 გამომდინარე იქედან , რომ  ჩვენი სავაჭრო სალდო არის უარყოფითი,მაქსიმალურად  უნდა გავამახვილოთ  ყურადღება ,რომ  ასევე ვაწარმოოთ იმპორტშემცვლელი პროდუქცია და არ ვიყოთ გადართული, მხოლოდ საექსპორტოდ  მოთხოვნადი  პროდუქციის წარმოებაზე.

იმისათვის, რომ მივაღწიოთ  ეკონომიკურ კეთილდღეობას,  საჭიროა იაფი ფულადი რესურსები, ამისათვის კი ქვეყანამ უნდა მიიღოს სარეიტინგო საინვესტიციო ქულა BBB+ , ამ ეტაპზე კი  ბოლო მონაცემებით – “ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი “BB-“-ზე შეუნარჩუნა   პროგნოზი – “სტაბილური”. სააგენტომ უცხოური და ადგილობრივი ვალუტის ბონდების რეიტინგი ასევე დაადასტურა BB- დონეზე. მოკლევადიანი რეიტინგი დადასტურდა „B” დონეზე“.[9][27]

5.            ვალუტის კურსის  მდგომარეობა (2017 წლის 16 ივნისის მდგომარეობით)

ვალუტის კურსის დროებით სტაბილიზაციაზე ,ამ ეტაპზე შიდა ფაქტორებიდან კარგად მოქმედებს  2017 წლის ბოლო  ოთხ თვეში ემიგრანტების მხრიდან გადმორიცხული 400 მილიონამდე დოლარი , გასულ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის ზრდის დინამიკა და ასევე ბიუჯეტში თანხების მობილიზება სახეზე არსებული მისი სოლიდური ნაშთით.  ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს გადაწყვეტილება 100000 დოლარამდე სესხები გაიცეს ლარებში. 2017 წლის აპრილის თვეში ლარში გაცემულმა სესხებმა მოიმატა,   უცხოურ  ვალუტაში კი მოიკლო, აპრილის თვეში ასევე 139 მილიონი ლარით  გაიზარდა ლარში განთავსებული დეპოზიტებიც.    [17,18]

საგარეო ფაქტორებიდან გამოვყოფდი  დოლარის ინდექსის დაცემას (14.06.2017 წლამდე  მონაცემით იგი 97.50 იანი ნიშნულის ქვემოთ მდებარეობს) და იმ მშვიდ სიტუაციას  რომელიც შეიქმნა ; საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, კერძოდ:  VIX ინდექსის სწრაფი ზრდა მალევე შენელდა , ფუნდამენტალური ფაქტორები კვლავ ყურადღების ცენტრში ექცევაროგორც წესი ,როდესაც "შიშის ინდექსის" მერყეობა შემცირებულია , ეს ბაზრებს გარკვეული დაძაბულობის რეჟიმში აყენებს ,დაწეული ინდექსი ინვესტორებისათვის ნიშნავს ,რომ ყველა დადებითი მოლოდინი  რომელიც  მოხდა ან შეიძლება მოხდეს მომავალში, უკვე შესულია მიმდინარე საბაზრო ფასებში. ხშირად ასეთ მდგომარეობას მალევე მოსდევს ხოლმე მერყეობის სწრაფი ზრდა. ამიტომ არ გაგვიკვირდეს, რომ ახლო მომავალში საფონდო და სავალუტო ბაზრებზე უნდა ველოდოთ სიტუაციის შეცვლას და ეს ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

ენერგომატარებლებზე ფასები დაეცა, მისი მაღალი ფასები  ევროპაში ინფლაციის მაჩვენებლის ზრდის მიზეზად მიიჩნეოდა, ამიტომაც ეცბ-მ არ ჩათვალა საჭიროდ საპროცენტო განაკვეთის აწევა.ყურადღების ცენტრში უნდა გვქონდეს ასევე  ყატარის მოვლენები, რომლებიც  ნავთობის ფასებზე ზეგავლენას აუცილებლად  მოახდენს, ნავთობზე ფასები დაეცა. არ გამოვრიცხავ თუ მისი ფასი ბარელზე თუ 43$ ჩამოცდა,  იგი შეიძლება  38$ მდეც ჩამოვიდეს. ამიტომ დროის ნებისმიერი მომენტიდან მოსალოდნელია დოლარის მოულოდნელი გამყარება. სავალუტო ბაზრებზე ტრეიდერთა უმრავლესობა მზადაა დოლარის მასიური შესყიდვები ნებისმიერი 
მომენტიდან დაიწყონ.

აქვე ავღნიშნავ, რომ   თუ ბიუჯეტის  არათანაბარი ხარჯვა მოხდება და თან ამას  ზემოთაღნიშნული სიმშვიდის დარღვევაც  დაემატება , ასეთ შემთხვევაში ლარის კურსის მერყეობის საზღვრები საგრძნობლად გაიზრდება. თუმცა  დროის გარკვეულ ერთეულში ლარის  კურსის  სწრაფი ცვლილების  გამო,   “ თვით "ბლუმბერგის" სისტემაშიც, საერთაშორისო კლასიფიკაციით მიღებული სიმყარის ინდექსის მიხედვით, ლარი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ვალუტაა და მას ამ თვალსაზრისით სჯობნის როგორც თურქული ლირა, რუსული რუბლი, ისე - აზერბაიჯანული მანათი, სომხური დრამი და უკრაინული გრივნაც კი“. [6]

დომინანტი ბანკების მიერ, რომლებიც ბლუმბერგის  დახურულ ტერმინალში ვაჭრობენ და  კურსს  ზემოთ-ქვემოთ  დაარბენინებენ, ასეთი ქმედებით (და რომელიც  ძალიან დიდ ეჭვს ბადებს სპეკულაციისას) საბანკო სისტემა, საკმაოდ კარგ მოგებას ნახულობს. ბოლო 3 თვის განმავლობაში მხოლოდ სპრედზე გაკეთებულმა მოგებამ  58 000 000 ლარს გადააჭარბა .{14}  ეს თანხა პირდაპირ ამოცლილია    როგორც მოსახლეობის ჯიბიდან  ასევე   საშუალო და მცირე ბიზნესს  საბრუნავი  კაპიტალიდან. ყველაფერ ამაზე კი სებ-ი როგორც რეგულატორი დუმს.

ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის, ასევე კარგი იქნება თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შესყიდვებს მოახდენს ტენდერებით და გამჭირვალედ, მაშინ როდესაც მთლიანი ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მოდის სახელმწიფო შესყიდვებზე სადაც კონკურენტული გარემო პრაქტიკულად არ არსებობს , ამას ემატება დომინანტი ბანკების  ზემოთაღნიშნული ბუნდოვანი სავალუტო ვაჭრობები ბლუმბერგის დახურულ  სისტემაში ამით  მთავრობა და   „სებ“-ი ორივე ერთად ხელს უწყობენ ლარის კურსის დიდ რყევებს, რომელიც  მოსახლეობას და საშუალო ბიზნესს  ნელ- ნელა აცლის საბრუნავ კაპიტალს.

ლარის კურსთან დაკავშირებით გვერდს ვერ ავუვლით იმ გერემოებას ,რაც საფინანსო ბაზრებზე 14 ივნისის შემდეგ განვითარდა, ვგულისხმობთ ფსს-ს მხრიდან  მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას და საპროცენტო განაკვეთის 0,25 % -ით გაზრდას. ასევე მნიშვნელოვანია  ის განცხადებებიც რაც ფსს-ს ხელმძღვანელობამ  გააკეთა. მოკლედ მიმოვიხილოდ 14 ივნისამდე ბაზრებზე არსებული მდგომარეობა:

კერძოდ ფსს სხდომამდე  აშშ დან  საცალო გაყიდვათა მოცულობების, სამომხმარებლო და სამეწარმეო ფასთა ინდექსების სუსტი მაჩვენებლების გამოსვლამ , დოლარის შესუსტება გამოიწვია.  საპროცენტო განაკვეთის  ზრდას , ფსს ხელმძღვანელის მხრიდან მოყვა განხადებები,   კერძოდ ფსს- მ  დღის წესრიგიდან  არ მოხსნა  2017 წელს საპროცენტო განაკვეთის გაზრდის საკითხი.  ჯანეტ იელენმა ასევე  გამოთქვა ვარაუდები: მშპ ს ზრდის, უმუშევართა რაოდენობისა და ინფლაციის  შემცირების შესახებ. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, დოლარმა გამყარება დაიწყო თუმცა ტემპი მალევე შეაჩერა.

ამ ქმედების დაფიქსირება, უკვე ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ ინვესტორები  ბოლომდე მაინც არ ენდვნენ ფსს  ხელმძღვანელის განცხადებას და ისინი კვლავ ყურადღებით დააკვირდებიან  აშშ-დან ეკონომიკური მაჩვენებლების გამოსვლას.

რაც შეეხება ქართულ ლარს, სავარაუდოდ 2,40 იანი ნიშნული მხარდაჭერის  დონეს ივნისის ბოლომდე  შეინარჩუნებს. იმის გათვალისწინებით,  რომ ქვეყანაში ვალუტის შემოდინება გარდა ემიგრანტებისა  ამ პერიოდში ასევე ტურისტების მხრიდანაც აქტიურად ხდება, ბიუჯეტი სანიმუშოდ  სრულდება, ექსპორტი წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატულობს,  საგარეო ფაქტორების მხრიდან ზეწოლის  ზემოთაღნიშნული  ფაქტორი ჯერჯერობით  ლარის კურსის  საგრძნობ  შესუსტებას  ვერ მოახერხებს. თუმცა  ტექნიკური ანალიზის გათვალისწინებით, თვის ბოლომდე  ლარის მაქსიმალური რყევისათვის განვიხილავთ [2.4100__2.4500] შუალედს.

მაგრამ  აქვე უნდა აღინიშნოს ,რომ  საყურადრებოა ასევე  ის გარემოებაც ,რომ ფსს-მ გადაწყვეტილება მიიღო სარეზერვო ბალანსის შემცირების შესახებაც, რითაც ბაზრებზე სიმშვიდე დაირღვა და ტუბულენტობა   გაზარდა. ცნობილი ინდექსები როგორებიცაა: DOW30,  SP500(F),  DAX,FTSE100, PTC,  ММВБ დაცემა დაიწყო.

ფსს-მ  მიიღო გადაწყვეტილება რეზერვების ბალანსის შემცირებაზე   4,2 ტრილიონიდან 2,5 ტრილიონ დოლარამდე,  რაც საკმარისად ჩათვალა საბანკო სისტემის ლიკვიდურობის შეასანარჩუნებლად. ბალანსის შემცირება მოხდება გადახდებზე რეფინანსირების შეწყვეტით ანუ ის ინსტრუმენტები რაც ფსს-ს ბალანსზე აქვს ნელ- ნელა დაიფარება რეინვესტირების გარეშე, თვეში 10 მილიარდის ოდენობით.

დოლარის მოცულობის  შემცირება საფონდო ბაზრებისათვის ერთგვარ გამოწვევად რჩება. საფონდო   ინდექსების კლების გაგრძელდება ,მოკლევადიან პერიოდში სავარაუდოდ  ევროს კურსის ზრდა მოყვება.

აღნიშნული  ვარაუდის გამოთქმის   საფუძველს გვაძლევს ის ფაქტი, რომ 25 მაისიდან მოყოლებული, თუ დააკვირდებოდით ფიუჩერსულ კონტრაქტებზე, მსხვილი ინვესტორები გრძელ პოზიციებს ხურავდნენ. სწორედ ეს მსხვილი ინვესტორები იყვნენ ბოლო 2 თვის განმავლობაში ევროს შემსყიდველები. აღნიშნული პროცესები დაიწყო მარტის ფსს-ს სხდომის შემდეგ.

ვინაიდან ამ პერიოდში ევრომ ფონდირების ფუნქცია შეასრულა,ის შეიძლება ოდნავადაც გამყარდეს, თუმცა იმ ფონზე როდესაც დოლარის მოცულობაში შემცირება უკვე გადაწყდა და დაიწყება კიდეც, იგი როგორც ფონდირების ძირითადი ვალლუტა ევროსთან და იაპონურ იენასთან მიმართებაში აუცილებლად გამყარდება.(ანალოგიური მოხდა 2015 წლის ოქტომბერში),როდესაც საფონდო ინდექსების  ვარდნის ფონზე აშშ დოლარი სწრაფად გამყარდა, როგორც ფონდირების ვალუტა.

თუ  კი  საფონდო ინდექსების დაცემა ამ მოკლევადიან პერიოდში არ შეჩერდა, სავარაუდოდ DX  99 დონიან  ნიშნულს გადაკვეთს ,ეს უკვე  ლარის კურსზე ძლიერ ზეწოლას გამოიწვევს და  სტაბილიზაციის ნაცვლად  მისი მორიგი დევალვაციის მხილველიც   შეიძლება გავხდეთ.                                      

                                                            დასკვნა


ამრიგად , საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, რომელიც  ინკლუზიურ ზრდაზეა ორიენტირებული  და რომელიც  მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას ისე, რომ პროცესში მონაწილეობას იღებდეს მაქსიმალურად საზოგადოების ყველა წევრი,  ასეთი   საბანკო სისტემით, მისი  სამევახშეო კაპიტალით, ბანკების არაპროფილური საქმიანობით, სხვადასხვა დარგებში და ოლიგოპოლიური ბაზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობით ჯერ- ჯერობით, სტარტიდან 3 წლისა და 5 თვის  თავზე  მიყვანილია   შემდეგ  მდგომარეობამდე :

 ა) რეალურად  სამუშაო ადგილების ზრდა არ შეინიშნება. ამას ადასტურებს ,

საქართველოს  სტატისტიკის  ეროვნული  სამსახურის  ინფორმაცია, რომ-  “2016 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 16 700 კაცით (1%-ით) შემცირდა და 1 763 ათასი შეადგინა. თუმცა, 6500 კაცით შემცირდა უმუშევართა რაოდენობაც. შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება სამუშაო ძალის (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა) შემცირებითაა განპირობებული.

დასაქმებულებს შორის შემცირდა, როგორც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა (8 100 კაცით), ასევე თვითდასაქმებულთა რაოდენობა (7 200 კაცით). 2016 წელს დაქირავებით 745.4 ათასი კაცი იყო დასაქმებული, ხოლო თვითდასაქმებული 1 011 ათასი იყო.

უმუშევრობის  დონემ 11.8%  შეადგინა.  2016 წელს უმუშევრობის დონე 12% იყო. დასაქმების  დონე 59.7%-დან   59.5%-მდე   შემცირდა.

დაახლოებით  5 000 კაცით  გაიზარდა  სამუშაო  ძალის გარეთ არსებული მოსახლეობა და 963 ათაში შეადგინა. ეს არის მოსახლეობა, რომელიც სტატისტიკური  მეთოდოლოგიის თანახმად არც დასაქმებულად ითვლება და  არც  უმუშევრად.“ [16]

  ამ ოფიციალური სტატისტიკის იქით კარგად ვიცით, რომ ამ მხრივ რეალურად უფრო მძიმე  მდგომარეობაა.

ბ) ჯერჯერობით ისევ არ ჩანს  მთავრობის თვალსაჩინო მზაობა,    ხელი შეუწყოს ბიზნესს და მის  ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. არის შემთხვევები, როდესაც ახლად დაარსებული  ერთი თვემდე  ისტორიის მქონე კომპანიები მილიონობით სესხებს იღებენ ბანკებიდან, სწორედ ასეთი კომპანიები უმეტეს შემთხვევაში  წარმოადგენენ  ბანკების  აფილირებულ  პირებს.

გ) შენარჩუნდეს  რეალური მცურავი სავალუტო კურსი- ამ მხრივ ვხედავთ, რომ ბლუმბერგის დახურულ სავაჭრო ტერმინალში  ერთმანეთთან ძირითადად ვაჭრობს ორი დომინანტი ბანკი, გაურკვეველი ლოტებით. ვაჭრობის შედეგად დღის განმავლობაში ვხედავთ საკმაოდ  საგრძნობ  რყევებს, რის შედეგადაც დოლარის ყიდვა -გაყიდვის კურსთა შორის სხვაობით, ბოლო სამი თვის მონაცემებით მოსახლეობასა და საშუალო ბიზნესს ამოაცალეს 58 000 000 ლარზე მეტი. და ყველაფერ ამაზე   როგორც ავღნიშნეთ კიდეც რეგულატორი „სებ’-ი  დუმს. მაგალითისა და შედარებისთვის   რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ბანკებს 110 მილიარდი ჯარიმა გადაახდევინეს იპოთეკაზე მანიპულაციისთვის. ამასთან, 5.6 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს უდიდესი ბანკები ვალუტის კურსით მანიპულაციების გამო. საქართველოში კი, რეგულატორი ეროვნული ბანკი  ლარის კურსით მანიპულაციას თითქოს ვერ ამჩნევს და აცხადებს, რომ ქვეყანაში მცურავი კურსი მოქმედებს.  ცნობისათვის, ამერიკაში რეგულატორი არა მხოლოდ "დამსჯელი" ორგანოა, არამედ დაზარალებულ მომხმარებლებს ეხმარება ზიანის ანაზღაურებაში.[21] [22]

 ასევე  გვინდა ავღნიშნოთ ,რომ  “1998-2012 წლებში კომერციული ბაკების 15 წლიანი ჯამური   წმინდა   მოგება 780 მილიონი ლარია,   2013-2016 წლებში და 2017 წლის პირველ მესამედში საქართველოს ბანკების ჯამური წმინდა მოგება 2 მილიარდ 376 მილიონი ლარია.[29]

ამ  გასამმაგებულ მოგებაში რომელსაც ბანკებმა  მოყოლებული 2012 წლიდან მიაღწიეს

ლომის წილი არასაპროცენტო შემოსავლებს უჭირავს, არასაპროცენტო შემოსავლების 60% ზე მეტი კი სავალუტო სპეკულაციით მიღებული თანხებია, ის თანხები რომელიც მევახშე ბანკებმა ვალუტის კურსის მანიპულირებით, სპრედის (სხვაობა ვალუტის ყიდვა -გაყიდვას შორის) სახით მოსახლეობას და მცირე და საშუალო ბიზნესს ამოაცალეს ჯიბიდან. ამის შემდეგ შეიძლება  გვიკვირს თუ  რატომაა უმუშევრობა ან რატომ ვერ ვითარდება საშუალო და მცირე ბიზნესი საქართველოში?

დ)  სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დახვეწის კუთხით არის ბუნდოვანება  და ნეპოტიზმი.

ყურადსაღებია  „შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის“  მონაცემები, რომლის მიხედვით “ არა გვაქს კარგი სიტუაცია. ძალიან დიდი წილი შესყიდვებისა ხორციელდება უტენდეროდ და ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ამას ხელს უწყობს 2015 წლის 1 ნოემბრიდან “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ შემოღებული გამარტივებული შესყიდვების წესი.[26][30]

ამის შემხედვარე, საბანკო არაპროფილური საქმიანობით   შექმნილ საწარმოებშიც, რომელთაც მართავენ აფილირებული პირები  შესყიდვების პროცესში მაღალია ნეპოტიზმის გავლენა.  ამის მაგალითები უამრავია, თუნდაც   ამ ეტაპზე ამის დასტურად  საკმარისია გავიხსენით,თუ როგორ დახარჯა ერთი მანქანის შეკეთებაზე   სს  “საპარტნიორო   ფონდმა“  236 000 ლარი.[26]

ე)   ნაკლებად შეინიშნება კონკურენციის რეგულირების პოლიტიკაში   სახელმწიფოს ეფექტური  როლი-   კონკურენციის შემზღუდველ ისეთ   ქმედებებში, როგორებიცაა: კარტელური  გარიგებები,  დემპინგი, მონოპოლიებისა და ბაზრებზე ოლიგოპოლიური სიტუაციების ჩამოყალიბებაში. ბაზარზე შექმნილია ვითარება, სადაც ცნება კონკურენცია ან კონკურენტული გარემოს არსებობა დავიწყებასაა მიცემული. ამ მხრივ შემაშფოთებელიცაა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ხელმძღვანელ პირთა განცხადება, რომელითაც სურთ  საბანკო სექტორი შემცირდეს  5-6 ბანკამდე.[25]

ვ) ჯერჯერობით რეალურად და  თვალსაჩინოდ არაფერი კეთდება  დაფინანსების ალტერნატიული წყაროს გაჩენისათვის,  კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის,  რომელიც  არის  ერთადერთი საშუალება  კომპანიების მხრიდან  მოიზიდონ საჭირო ფულადი რესურსი გამოშვებული  ობლიგაციებით  ან აქციებით ,რომლებიც უნდა სწორედ კაპიტალის ბაზარმა გაიწოვოს და მოხდეს იქ მათი რეალიზაცია,  თუმცა როგორც მოგეხსენებათ 2008 წლიდან მოყოლებული საფინანსო ბაზარის საკითხი საკანომდებლო ორგანომ ბანკებს გადასცა.[10,19]

    დღეისათვის ევროპასთან ასოცირებს ხელშეკრულება გვაძლევს შანსს“ დავიხუროთ ევროპული ქუდი“.  ვიზალიბერალიზაცია  ნიშნავს ,რომ ვართ  კანდიდატები  შემდგომი ინტეგრაციის. უნდა გამოვიყენოთ ეს  შანსი, რომ    ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ საფონდო ბაზრის განვითარების საკითხი საქართველოში. ვგულისხმობ იმას, რომ

“ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ აიღო ვალდებულება, მაქსიმუმ   7  წლის ვადაში ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებს მიუსადაგოს. დირექტივების ძირითადი მოთხოვნები გარიგებებისა და ფასის გამჭვირვალობის ზრდას, ემიტენტების ფინანსურ ანგარიშგებასა და ინფორმაციის ღიაობას, ინვესტორთა  თანაბარ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს”. [19]

ზ) ოლიგოპოლიურმა  საბანკო სისტემამ  მიგვიყვანა იქამდე  , რომ საქართველო   ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოში თურქეთის შემდეგ მეორე ადგილზეა{8},მთლიანი მოსახლეობის 64,8% სესხით სარგებლობს,[23]   საქართველოს ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად მცირდება  ხოლო საბანკო სექტორისა და  მისგან არაპროფილური  საქმიანობით შობილი გიგანტი კომპანიების მოგება ყოველწლიურად 30%-40 % იზრდება და არნახულ მასშტაბებს აღწევს.

 ასეთი საბანკო  სისტემის შემთხვევაში, ეკონომიკის ზრდა  5 % ზე  მეტიც , რომ იყოს,  ეკონომიკაში წარმოებული დოვლათი მოსახლეობაზე ვერ გადანაწილდება ანუ ეკონომიკაში არ ჩაბრუნდება, მეტი წილი კვლავ  მოექცევა ბანკების სამევახშეო კაპიტალად ან გადავა უცხოეთში მეპატრონე დამფუძნებლებთან, ისევე  როგორც გადის მაგალითად ათეულობით მილიონო დოლარი უცხოეთში რეგისტრირებული კომპანიებზე, როგორებიცაა : ჯეოსელი, მაგთიკომი, ბილაინი ,  სილქნეტი, კავკასუსი, ონლაინ სესხის  უცხოური კომპანიები  და სხვა , ამიტომაც ვერ განვითარდებით სანამ არ იქნება რეალური, სახელმწიფო ნება დაათმობინოს ბანკებს არაპროფილური ბიზნესი და დაიშალოს ოლიგოპოლიური   სიტუაციები ბაზარზე  და ასევე მოაწესრიგოს და გამჭირვალე გახადოს სახელმწიფო  შესყიდვების სისტემა [11]

. ინკლუზიურად ზრდადი  ეკონომიკის პირობებში  მატერიალური  დოვლათის გადანაწილების მექანიზმი  უნდა  იყოს    სამართლიანი   ,რაც საქართველოში  ნამდვილად არა გვაქვს. რეალური  სურათი  ასეთია: ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება  ღატაკი მოსახლეობის რაოდენობაც. დიდია სხვაობა  საარსებო  მინიმუმსა და მინიმალურ შემოსავალს შორის. [28]

   მსოფლიო ბანკის ბოლო ანალიზის საფუძველზე სიღარიბის საფრთხე გარდა  მოხუცებულებისა  15-29 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდებსაც ემუქრება. არაფერს ვამბობთ ბავშვების მდგომარეობაზე , გაეროს ბავშვთა ფონდის იუნისეფის კვლევებით ბავშვები ისედაც სიღარიბეში ცხოვრობენ. 15-29 წლამდე მოზარდების 31% არის უმუშევარი, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების 51% ითვლება დასაქმებულად, ესეც იმ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით,  რომ “თუ ერთი ქათამი მაინც ყავთ ოჯახში ითვლები დასაქმებულად“,  იმის გავითვალისწინებით ,რომ 15-29 ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდობის რიცხოვნება მთლიანი მოსახლეობის 25% შეადგენს და რეალურად მისი 31% დაუსაქმებელია, და 51% ზემოთაღნიშნული მეთოდოლოგიით დასაქმებულად თვლიან, ვღებულობთ სურათს რომ მთლიანი შრომისუნარიანი მოსახლეობიდან  რეალურად დასასაქმებელია  33% მდე ადამიანი.(ეს მარტო ახალგაზრდები)

ამრიგად საქართველოში  სიღარიბე არის დინამიური, ანუ იზრდება. სტატისტიკის დეპარტამენტის  მონაცემებით  2015 წელს იყო 20,8% ხოლო 2016 წელს 21,3% ტი. მსოფლიო ბანკი წინა წელს პროგნოზირებდა,   რომ იქნება ინფლაცია ,სიღარიბის ზრდა,  მაგრამ  ასევე   იმედოვნებდა,  რომ  მოხდებოდა აგრომეურნეობის ზრდა, რომელიც ამ პროცესს შეეწინააღმდეგებოდა .მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თუ გადავხედავთ ინვესტიციებს რაც ჩაიდო სოფლის მეურნეობაში, სურათი ასეთია, 2015 წელს ჩაიდო 15 მილიონი დოლარი,2016 წელს ჩაიდო 10 მილიონი დოლარი და 2017 წლის 4 თვის მონაცემებით  ინვესტიციათა ჩადება არ ფიქსირდება. [18][30]

საერთოდ, მთელ მსოფლიოში მიღებულია და ასეცაა, რომ საბანკო სისტემა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხერხემალია,  ამას ქართულ საბანკო სექტორზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ვფიქრობთ, რომ  ასეთი საბანკო სისტემითა და ბაზარზე ჩამოყალიბებული ოლიგოპოლიური სიტუაციებით, საქართველო ეკონომიკური განვითარების სტრატეგიით, რომელიც მოიცავს 2014-2020 წლებს,  დასახულ მიზნამდე ვერ   მივალთ, პირიქით  შეიძლება მივიდეთ სოციალურ აფეთქებამდე. არ დაგვავიწყდეს , რომ საქართველო ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის რაოდენობით  მსოფლიოში მეორე ადგილზეა ,  გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით - პირველ ადგილზე  გადმოვედით[36] და თან  ღატაკი მოსახლეობის რაოდენობა შემცირების ნაცვლად დღითი- დღე იზრდება.

  

                                                      რეკომენდაციები

 

 მდგომარეობის გამოსწორების მიზნით  სასწრაფოდ განსახორციელებლად მიგვაჩნია შემდეგი საკითხების მოგვარება:

 

1) კაპიტალის ბაზრის განვითარება.    სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გაატაროს  საკანონმდებლო  რეგულაციები,  რომელიც   შეზღუდავს კომერციული  ბანკების მონოპოლიურ როლს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვაში, პირველ რიგში აუცილებელია  დაიხვეწოს საკანონმდებლო ბაზა. კანონპროექტის მომზადებაში  საბანკო სექტორიდან კადრები ნაკლებად უნდა იყვნენ ჩართულნი,  კანონზე მომუშავე კომისია მაქსიმალურად სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებით უნდა დაკომპლექტდეს. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქეს  არა აქვს შესაძლებლობა პირდაპირ, უშუალოდ  ქონდეს შეხება სახელმწიფო ორგანოსთან, შეიძინოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი პირდაპირ და არა კომერციული ბანკის შუამდგომლობით. ამ ეტაპზე,სანამ დაიხვეწება საკანონმდებლო ბაზა ,საჭიროა სახელმწოფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური არაკონკურენტული განაცხადის ღირებულება ნაცვლად 1000 ლარისა, განისაზღვროს 100 ლარიდან (უმჯობესია 50 ლარიც).  ასევე  ვფიქრობთ,რომ არ უნდა იწყებოდეს  კონკურენტული ფასიანი ქაღალდის ღირებულება  მინიმუმ  50 000 ლარიდან. სებ ის მხრიდან თუ მოხდება აღნიშნული ნომინალური ღირებულებების  საგრძნობი დაწევა,ეს   საქართველოს მოქალაქეებს და კომპანიებს  მიცემს შესაძლებლობას გახდეს ინვესტორი თავის ქვეყანაში,   ანუ კაპიტალის პირვალადი ბაზარი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ფართო  მასებისთვისაც.  რაც შეეხება კაპიტალის მეორად ბაზარს, რომელიც დღეს ფაქტიურად არის მკვდარი ორგანიზმი - ისიც  რეალურად უნდა  ამუშავდეს. ყველაფერი ეს კი  გაზრდის  მონეტარული პოლიტიკის საჯაროობას. ( რათქმაუნდა 50 ლარიანი ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდი საინვესტიციოდ  ნაკლებად მიმზიდველია, თუმცა იგი ძალიან დიდ როლს შეასრულებს საზოგადოებაში,კერძოდ ხელს შეუწყობს  შესაბამის სფეროში ამაღლდეს საზოგადოებრივი განათლება) {12}

2) ლარის კურსის სტაბილიზაციისათვის მიგვაჩნია, რომ  საქართველოს ის რამოდენიმე ბანკი, რომელებიც  ვაჭრობენ  ბლუმბერგის ”დახურულ” ტერმინალში და ლარის კურსის შესამჩნევი რყევების   ლომის წილი მათ ნება სურვილზეა დამოკიდებული, მთავრობის მხრიდან რადიკალური ღონისძიებების გატარებით    უნდა მოეღოს ბოლო დასრულდეს. ამის შესასრულებლად  სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ქართული სავაჭრო ტერმინალი, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა ბანკი,  მიკროსაფინანსო  კომპანიები და სურვილისამებრ სხვა  საბროკერო თუ საინვესტიციო კომპანიებიც. აღნიშნული  ქმედება დომინანტ ბანკებს  სპეკულაციის  საშუალებას არ მიცემს. 

3) დროებითი ღონისძიების  ფარგლებში, ბანკებმა  უნდა მოითხოვონ და მოახდინონ  თავისი კლიენტებიდან , საერთაშორისო   ყიდვა-გაყიდვების  (ან მომსახურების)  კონტრაქტების რეგისტრაცია, რომელშიც  ნათლად იქნება   ასახული კონტრაგენტებისთვის  გადასახდელი ან/ და  მისაღები   უცხოური ვალუტის  მოცულობები და ვადები.

 აღნიშნული  ღონისძიება:

ა) მოგვცემს საშუალებას, ზუსტად განვსაზღვროთ  სავალუტო  მოცულობები  იმ   ტრანზაქციებისა,  რომელიც   აუცილებლად უნდა განხორციელდეს ბანკების ბენეფიციარების მხრიდან.

 ბ)  იგი ასევე  დაგვეხმარება  მოვახდინოთ  ლარის  კურსის პროგნოზი მოკლევადიან  და საშუალოვადიან   პერსპექტივაში.

  ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,  ბანკებს   უნდა შეეზღუდოს    იმაზე    მეტი  უცხოური ვალუტის მოცულობის  შეძენა , ვიდრე  ეს  წინასწარ  გაცხადებული და რეგისტრირებული იყო  თავიანთი  ბენეფიციარების   მხრიდან , ანუ იმ მოცულობაზე  მეტი,  რაც აუცილებელია  კონტრაგენტებთან  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული პირობების შესრულებისათვის.

4) უნდა  დადგინდეს და გაკონტროლდეს,  ბანკების მხრიდან  უცხოური ვალუტის იმ  მოცულობის   შესყიდვა  ,  რომელიც აუცილებელად ჭირდებათ  რეზერვისათვის.

5) რეკომენდაციის სახით ასევე გამოვთქვავდი აზრს დროულად  შემოღებული იყოს საშემოსავლო გადასახადის(პროგრესული გადასახადი)დიფერენცირებული განაკვეთი,  ანუ ვისაც მეტი აქვს შემოსავალი შესაბამისად  დაიბეგროს მეტი განაკვეთით.  აღნიშნული ქმედება ხელს შეუწყობს ბიუჯეტში დამატებითი თანხების აკუმლაციას რაც ასევე დადებითად იმოქმედებს ლარის  კურსზე.

6) გვინდა შევეხოთ ესტონურ მოდელს, რომელიც ითვალისწინებს მოგების გადასახადის ჩატოვებას მეწარმე სუბიექტებისათვის. იმისათვის ,რომ ამ კანონმა იმუშავოს  ანუ ეფექტი მივიღოთ, აუცილებელია მასში  სასწრაფოდ იქნას ცვლილებები შეტანილი. კერძოდ ისეთი კომპანიებზე, რომლებიც  ეწევიან მომსახურეობას და არ იხდიან დღგ ან არიან  პრივილეგირებულ  მდგომარეობაში, ვგულისხმობ იმას, რომ  ბაზარზე არა ყავს კონკურენტი არ უნდა ვრცელდებოდეს  აღნიშნული კანონის მოქმედება. მხედველობაში მაქვს  საფინანსო ორგანიზაციებზე  ,როგორებიცაა: ბანკები, მიკროსაფინანსო კომპანიები, საბროკერო კომპანიები, ასევე სადაზღვევო ბიზნესი.  თელასი, წყლისა და გაზის  გამანაწილებელი კომპანიები  და  სხვა .

7) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის ,რომ აღკვეთოს კომერციული ბანკების პრივილეგირებული მდგომარეობა  , ყველა ღონე გამოიყენოს    და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მინიმუმ ორი საინვესტიციო ბანკის შემოყვანას მაინც,  რომელებიც  ორიენტირებული იქნებიან  მცირე და საშუალო ბიზნესის  როგორც სტარტაპების  განვითარების დაფინანსებაზე.

8) მთავრობამ, ყველა ღონე უნდა გამოიყენოს  რათა დაიშალოს ისეთი ოლიგოპოლიური მდგომარეობები ,როგორებიცაა: პოსპიტალური კლინიკების მიერ აფთიაქების ფლობა ,ასევე სადაზღვევო კომპანიების მხრიდან,  კლინიკებისა და აფთიაქების ქონა  და  სხვა ანალოგიები.

8)  „სებ’- მა სასწრაფოდ  უნდა შეიმუშავოს კანონპროექტი, სადაც არა მარტო თავად ბანკებს, არამედ ბანკის აქციების მფლობელებს, ბორდის წევრებს  და ტოპ მენეჯერებსაც -აეკრძალოთ  სხვა ბიზნესის ქონა. ასეთი ბიზნესების გამოსავლენად  და  აღნიშნული კანონის კონტროლისათვის  ალბად საჭირო იქნება სპეციალური ორგანოს შექმნაც.

9) როგორც ლარის კურსის სტაბილიზაციას, ასევე სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციული გარემოს აღდგენისა და გაუმჯობესების მიზნით ,ასევე მიგვაჩნია ცვლილებები მოხდეს  „საქართველოს შესყიდვების კანონში 10’(პრიმა) მესამე (დ) მუხლში ისე, რომ იგი მეტად გამჭვირვალე იყოს და ამ კანონის ძალით ვეღარ ხდებოდეს უტენდეროდ არაკონკურენტუნარიანი გარიგებების დადება და შემდგომ  მისი “გაპრავება.“[26]

ასევე უნდა აიკრძალოს საბანკო სფეროდან კადრების გადმოდინება სახელმწიფო ორგანოებში.  თუნდაც კომერციული ბანკის ტოპ-მენეჯერის გადმოყვანა ეროვნული ბანკის სტრუქტურაში მაღალ თანამდებობაზე  საერთოდ   გაუგებარი ქმედებაა.

                           გამოყენებული ლიტერატურა და  მასალები:

1) ლაშა არევაძე „სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის  გაძლიერება“

2)  ა) http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0ekonomik--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.1&d=HASH014a344347d12d1526bbe3a0.5

ეროვნული ბანკის ბიბლიოთეკა

ბ) საქართველოს  სსრ  სტატისტიკის  სახელმწიფო კომიტეტი.  საქართველოს  სსრ  სახალხო მეურნეობა 1988 წელს სტატისტიკური წელიდწლეული  [გვ 11, გვ 348.]

3)  “საქართველოს გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური კონცეფცია 2013 „

საქართველოს ბიზნეს ასოცოაცია 2013 წელი

4) ლევან კალანდაძე - ბანკების არაპროფილური საქმიანობის ფორმალური და არაფორმალური „ანატომია“ ჟურნალი ფორბსი N 63

5) http://www.interpressnews.ge/ge/politika/161593-fitch-ma-saqarthvelos-suverenuli-reitingis-prognozi-qstabiluriq-qpozitiurithq-sheucvala.html?ar=A

6) https://bpn.ge/finansebi/33792-lari-zemoth-qvemoth-ar-unda-dafrinavdes.html?lang=ka-GE

7) http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=5529

8) http://bfm.ge/?p=29642

9) http://bpi.ge/index.php/fitch-ma-saqartvelos-suverenuli-reitingi-bb-ze-daudastura/

10) https://www.facebook.com/david.aslanishvili?fref=ts 

11) “ბანკები და ფინანსები“ გაზეთი 19.04.2017 წელი

12) https://www.nbg.gov.ge/index.php?m=573

13) http://ru.tradingeconomics.com/country-list/rating

14) http://commersant.ge/?m=5&news_id=51392&cat_id=8&lng=geo

15) http://commersant.ge/?m=5&news_id=51072&lng=geo&cat_id=20

16) http://forbes.ge/news/2199/saqarTveloSi-dasaqmebulTa-raodenoba-Semcirda

17) www.forbes.ge

18) www.statistic.ge

19) http://forbes.ge/news/999/ra-uSlis-xels-safondo-birJis-ganviTarebas%3F

20) http://forbes.ge/blog/219/sareitingo-saagentoebis-roli-evrozonis-krizisSi

21) http://commersant.ge/?m=5&news_id=51678&lng=geo&cat_id=8

22) http://commersant.ge/?m=5&news_id=51392&cat_id=8&lng=geo

23) http://commersant.ge/?m=5&news_id=51793&cat_id=8

24) http://commersant.ge/?m=5&news_id=50666&lng=geo&cat_id=8

25) http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=51185&cat_id=8&lng=geo

26) http://www.myvideo.ge/tv/pirvelitv/2017-06-01/10:24:58

27) https://www.youtube.com/watch?v=S_oSkdWBzv0

28) http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=36458

29)  http://bfm.ge/?p=29923

30) http://www.myvideo.ge/tv/rustavi2/2017-06-10/12:30

31) http://pmtc.org.ge/lang/en/2017/05/17/456/

32) http://telegraph.ge  

33) http://www.standardandpoors.com

34) http://www.abg.org.ge/Admin1214910131.php?nid=1154&

35) http://timesnews.ge/index.php/news/news_details/7255

36)http://geworld.ge/ge/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A5/

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.